Sunday, May 17, 2015

დღე მეცხრე - რეფლექსია

დღეს ბოლო ტრენინგი გვქონდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის რადგან შევაჯამეთ ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება. მოვაწყვეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია. წილისყრით გამოვავლინეთ ,,თეთრი'' და ,,შავი'' ოპონენ-ტები. მე პირადად ვიყავი თეა სალუქვაძის ,,თეთრი'' და მარინა ინაიშვილის ,,შავი'' ოპონენტი. ხოლო ჩემი ,,თეთრი'' ოპონენტი იყო ნანა კაკალაძე, ხოლო ,,შავი'' ოპონენ-ტი ციალა ხაბაზი-ქათამაძე. ნამუშევრების შეფასებისას გამოვკეთეთ ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები. მივეცით ერთმანეთის რჩევა-დარიგება. სამომავლოდაც გავითვალისწინებ ყველა რჩევა-დარიგებას. 
საბოლოოდ რომ შევაჯამო ტრენინგის  ყველა  დღე ვარ უაღრესად კმაყოფილი, ვისწავ-ლე და ახალ ჭრილში დავინახე თუ როგორ დავგეგმო პროექტი, რა რესურსები დამეხ-მარება პროექტის დაგეგმვისას, როგორ  შევქმნა შეფასების სქემები და რუბრიკები. ყველაფერი ეს კი მომცემს შესაძლებლობას ხელი შევუწყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევე-ბით აღჭურვილი, თანამედროვე მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება აქტიუ-რი, პროდუქტიული და მომავალი საქართველოს ღირსეული შემოქმედი.

P.S.  და ბოლოს, გვანცა უღრმესი მადლობა ასეთი შემოქმედებითი,შინაარსიანი, საინტერესო და პროდუქტიული თანამშრომლობისათვის. . . თქვენთან გავლილი ყველა ტრენინგი, ყველა სამუშაო წუთი ჩემთვის დაუვიწყარი და შთამბეჭდავია. . .
გ ა ი  ხ ა რ ე თ!!! 

Saturday, May 16, 2015

დღე მერვე - რეფლექსია


დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო. ვისწავლე როგორ გავაკეთო ჩემს ბლოგზე მასალების და ბმულების მიბმა. როგორ შევქმნა მოსწავლეებისთვის საინტერესო სლაიდშოუ Power Pointi-ში და გავამრავალფეროვნო ჩემი მუშაობა თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით. ამით კი საინტერესო, შემოქმედებითი და პროდუქტიული გავხადო  მოსწავლეებთან მუშაობა.

გმადლობთ საინტერესო თანამშრომლობისათვის!

დღე მეშვიდე - რეფლექსია

 დღევანდელი ტრენინგი  დაეთმო წინა მეცადინეობაზე შედგენილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის, შეფასების გეგმისა და მოსწავლის სავარაუდო  ნაშრობის ადაპტირების მიმოხილვასა და აზრთა გაზიარებას.  ერთმანეთის ნაშრობებში შევიტანეთ საჭირო კომენტარები და შენიშვნები.
         შეფასების   მრავალფეროვანი  რუბრიკების   განხილვა სარგებლობას მომიტანს იმ კუთხით, რომ  გავიგე  მრავალფეროვანი ბიბლიოთეკის შესახებ,რომელიც დამიზოგავს დროს, უფრო სრულყოფილს გახდის ჩემ მიერ გამოსაყენებელ რუბრიკებს.
          გარდნერისა და ბლუმის მატრიცა მოსწავლეების დავალებეისათვის - ესაა ის  ,რაც ყველაზე კარგად მაძლევს საშუალებას მივცე ჩემს მოსწავლეებს დიფერენცირებული დავალებები მრავალმხრივი ინტელექტის გათვალისწინებით.
          
დღე მეხუთე - რეფლექსია

  დღევანდელ ტრენინგზე მოვირგეთ  მოსწავლის როლი. მანამდე დაწვრილებით გავეცანით  როგორ უნდა შესრულდეს   ნაშრომი  ,,pover point-ში.  რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გავითვალისწინო და როგორი თანმიმდევრობით დავალაგოთ. პრაქტიკულმა სამუშაომ გვაჩვენა, რომ ზოგიერთი ჩემი ინსტრუქცია ბუნდოვანია  და საჭიროებს დაკონკრეტებას. ბოლოს განვიხილე მე-5 მოდულის მიხედვით  მოსწავლის ნაშრომი. შეფასების გეგმის ჩეკლისტი და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირების შაბლონი დამეხმარა ნაკლები ძალისხმევის გარეშე  მოვირგო სქემა დამოვახდინო შეფასება. ყოველი ტრენინგი სიახლის მომცემია და ძალიან კმაყოფილი ვარ!!! გმადლობთ . . .
 

Sunday, May 3, 2015

დღე მეოთხე - რეფლექსია

მუშაობა გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე. განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო. კერძოდ,  პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მოსწავ-ლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს და პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.აღვწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან  მუშაობისას  ვიყენებთ  საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. 

Saturday, May 2, 2015

დღე მესამე - რეფლექსია

დღე სასწავლო პროექტების დაგეგმვაზე მუშაობით დავიწყეთ. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების პრეზენტაციას, სადაც თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი კითხვების სამი ჯგუფი: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. გავიგეთ, რომ კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები, ეხმარება მათ გაიაზრონ ზოგადი ცნებები და სთავაზობს სქემებს ფაქტობრივი ინფორმაციის ორგანიზებისათვის. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითები. ავირჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაფერისი კითხვები და დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. ავირჩიეთ თემა, განვსაზღვრეთ სამიზნე ჯგუფი და სწავლების საფეხური, განხორციელების დროის ჩარჩო. არჩეული თემა შევუსაბამეთ სტანდარტსა და ინდიკატორებს. მოვარგეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. . .


Sunday, April 26, 2015

დღე 2  რეფლექსია

დღე საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. დავალებად მოცემული გვქონდა იდეების დონეზე წარმოგვედგინა სვარაუდო პროექტების გეგმები. ყველა წევრმა წარმოვადგინეთ სავარაუდო პროექტები, ვისაუბრეთ პროექტების აქტუალობაზე და მისი განხორციე-ლების გზებზე. თუმცა იყო რიგი საკითხები, რაზეც საუბრის და მოდულის კონკრეტული საკითხის, მაგალითად: პროექტის მოთხოვნების გაცნობისას აზრი შეგვეცვალა, რომ პროექტები ემსახურება კონკრეტულ, მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს და, რომ  პროექტები არაა ნორმიდან გადახვევა, არამედ სასწავლო გეგმის „რეალური“ დანამატია. გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს.განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილის მახასიათებლები და ის, თუ როგორ გავახორციელებთ ზოგიერთი ელემენტის ინტეგრირებას საგაკვეთილო გეგმაში. ასევე, მიღებული ინფორმაციას როგორ  გამოვიყენებთ საინფორმაციო ბროშურის ან ახალი ამბების ბიულეტენის შექმნისას, რათა დაინტერესებულ მხარეებს ავუხსნათ, როგორ და რატომ გამოიყენება პროექტები სასწავლო პროცესში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და პროდუქტიული იყო პირადად ჩემთვის, იყო, ის რომ შესანიშნავად დავეუფლე ბუკლეტების, ბროშურების, გაზეთის, თუ მოსაწვევების დამზადების ტექნოლოგიებს, რასაც აქტიურად დავნერგავ, არა მარტო საგაკვეთილო პროექტების, არამედ ნებისმიერ გაკვეთილზე, თუ კლასგარეშე ღონისძიებაზე და გავამრავალფეროვნებ სასკოლო ცხოვრებას.
 
 

Saturday, April 25, 2015

დღე პირველი - რეფლექსია

21-ე საუკუნე ყოველდღიური ინოვაციებით დატვირთული საუკუნეა, რასაც თანამედროვე, დახვეწილი საინფორმაციო ტექნოლოგიები კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. რამდენიმე წელია ვეუფლები საინფორმაციო ტექნოლოგიების სიახლეებს. დღეს ინტელის პროგრამის შესწავლა დავიწყე, რაც ვიცი აუცილებლად დამეხმარება მოსწავლეებთან ერთად ეფექტურად დავგეგმო და  შევქმნა სასწავლო პროექტები, პუბლიკაციები, სასწავლო რესურსები, რაც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას ნაბიჯ-ნაბიჯ გავიდნენ ბლუმის ტაქსონომიის თითოეულ ნაბიჯზე - ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება და ხელი შეუწყოს მათ სხვადასხვა ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების განვითარებაში. ხელი შეეწყობა მათ თავისუფალ , ანალიტიკურ, კრიტიკულ და  შემოქმედებით აზროვნებას. მოსწავლეები შეეძლებენ ეფექტურ კომუნიკაციას, თანამშრომლობას, შეძლებენ მოქნილ ადაპტაციას. იქნებიან ახალი ინიციატივების ავტორები და დამოუკიდებლად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. ამ უნარ-ჩვევებით დატვირთული ახალგაზრდები კი 21-ე საუკუნეში მარტივად შეძლებენ იყვნენ პასუხისმგებლიანები,ანგარიშვალდებულნი და პროდუქტიულები. რაც აუცილებლად წაადგება ქვეყანას სამომავლო განვითარებისათვის. კმაყოფილი ვარ ამ პროგრამის შესწავლა რომ დავიწყე და შესაძლებლობა მომეცემა სასკოლო ცხოვრება კიდევ უფრო გავამრავალფეროვნო.