Saturday, April 25, 2015
დღე პირველი - რეფლექსია
21-ე საუკუნე ყოველდღიური ინოვაციებით დატვირთული საუკუნეა, რასაც თანამედროვე, დახვეწილი საინფორმაციო ტექნოლოგიები კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. რამდენიმე წელია ვეუფლები საინფორმაციო ტექნოლოგიების სიახლეებს. დღეს ინტელის პროგრამის შესწავლა დავიწყე, რაც ვიცი აუცილებლად დამეხმარება მოსწავლეებთან ერთად ეფექტურად დავგეგმო და შევქმნა სასწავლო პროექტები, პუბლიკაციები, სასწავლო რესურსები, რაც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას ნაბიჯ-ნაბიჯ გავიდნენ ბლუმის ტაქსონომიის თითოეულ ნაბიჯზე - ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება და ხელი შეუწყოს მათ სხვადასხვა ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების განვითარებაში. ხელი შეეწყობა მათ თავისუფალ , ანალიტიკურ, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. მოსწავლეები შეეძლებენ ეფექტურ კომუნიკაციას, თანამშრომლობას, შეძლებენ მოქნილ ადაპტაციას. იქნებიან ახალი ინიციატივების ავტორები და დამოუკიდებლად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. ამ უნარ-ჩვევებით დატვირთული ახალგაზრდები კი 21-ე საუკუნეში მარტივად შეძლებენ იყვნენ პასუხისმგებლიანები,ანგარიშვალდებულნი და პროდუქტიულები. რაც აუცილებლად წაადგება ქვეყანას სამომავლო განვითარებისათვის. კმაყოფილი ვარ ამ პროგრამის შესწავლა რომ დავიწყე და შესაძლებლობა მომეცემა სასკოლო ცხოვრება კიდევ უფრო გავამრავალფეროვნო.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment