Sunday, April 26, 2015

დღე 2  რეფლექსია

დღე საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. დავალებად მოცემული გვქონდა იდეების დონეზე წარმოგვედგინა სვარაუდო პროექტების გეგმები. ყველა წევრმა წარმოვადგინეთ სავარაუდო პროექტები, ვისაუბრეთ პროექტების აქტუალობაზე და მისი განხორციე-ლების გზებზე. თუმცა იყო რიგი საკითხები, რაზეც საუბრის და მოდულის კონკრეტული საკითხის, მაგალითად: პროექტის მოთხოვნების გაცნობისას აზრი შეგვეცვალა, რომ პროექტები ემსახურება კონკრეტულ, მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს და, რომ  პროექტები არაა ნორმიდან გადახვევა, არამედ სასწავლო გეგმის „რეალური“ დანამატია. გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს.განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილის მახასიათებლები და ის, თუ როგორ გავახორციელებთ ზოგიერთი ელემენტის ინტეგრირებას საგაკვეთილო გეგმაში. ასევე, მიღებული ინფორმაციას როგორ  გამოვიყენებთ საინფორმაციო ბროშურის ან ახალი ამბების ბიულეტენის შექმნისას, რათა დაინტერესებულ მხარეებს ავუხსნათ, როგორ და რატომ გამოიყენება პროექტები სასწავლო პროცესში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და პროდუქტიული იყო პირადად ჩემთვის, იყო, ის რომ შესანიშნავად დავეუფლე ბუკლეტების, ბროშურების, გაზეთის, თუ მოსაწვევების დამზადების ტექნოლოგიებს, რასაც აქტიურად დავნერგავ, არა მარტო საგაკვეთილო პროექტების, არამედ ნებისმიერ გაკვეთილზე, თუ კლასგარეშე ღონისძიებაზე და გავამრავალფეროვნებ სასკოლო ცხოვრებას.
 
 

Saturday, April 25, 2015

დღე პირველი - რეფლექსია

21-ე საუკუნე ყოველდღიური ინოვაციებით დატვირთული საუკუნეა, რასაც თანამედროვე, დახვეწილი საინფორმაციო ტექნოლოგიები კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. რამდენიმე წელია ვეუფლები საინფორმაციო ტექნოლოგიების სიახლეებს. დღეს ინტელის პროგრამის შესწავლა დავიწყე, რაც ვიცი აუცილებლად დამეხმარება მოსწავლეებთან ერთად ეფექტურად დავგეგმო და  შევქმნა სასწავლო პროექტები, პუბლიკაციები, სასწავლო რესურსები, რაც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას ნაბიჯ-ნაბიჯ გავიდნენ ბლუმის ტაქსონომიის თითოეულ ნაბიჯზე - ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება და ხელი შეუწყოს მათ სხვადასხვა ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების განვითარებაში. ხელი შეეწყობა მათ თავისუფალ , ანალიტიკურ, კრიტიკულ და  შემოქმედებით აზროვნებას. მოსწავლეები შეეძლებენ ეფექტურ კომუნიკაციას, თანამშრომლობას, შეძლებენ მოქნილ ადაპტაციას. იქნებიან ახალი ინიციატივების ავტორები და დამოუკიდებლად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. ამ უნარ-ჩვევებით დატვირთული ახალგაზრდები კი 21-ე საუკუნეში მარტივად შეძლებენ იყვნენ პასუხისმგებლიანები,ანგარიშვალდებულნი და პროდუქტიულები. რაც აუცილებლად წაადგება ქვეყანას სამომავლო განვითარებისათვის. კმაყოფილი ვარ ამ პროგრამის შესწავლა რომ დავიწყე და შესაძლებლობა მომეცემა სასკოლო ცხოვრება კიდევ უფრო გავამრავალფეროვნო.